მთავარისიახლეებიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა

Published on

პუტინის ომის დაწყების 3 წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-16 პაკეტი დაამტკიცა. სანქციების პაკეტი უკვე აიტვირთა ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.

სანქციები დაწესდა 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ასევე შეზღუდვებს დაექვემდებარა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 74 ტანკერი, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაშია მხილებული.

„უკვე სამი წელია, რუსეთი დაუნდობლად ბომბავს უკრაინას და ცდილობს მიითვისოს მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნის. სანქციების ეს ახალი პაკეტი მიმართულია არა მხოლოდ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის, არამედ მათ წინააღმდეგაც, ვინც მხარს უჭერს არაუსაფრთხო ნავთობტანკერების მუშაობას, ბანკებს, რომლებიც გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის და პროპაგანდისტულ საშუალებებს, რომლებიც ავრცელებენ სიცრუეს. ვინ არის აგრესორი, ვინ უნდა გადაიხადოს და აიღოს პასუხისმგებლობა ამ ომისთვის, ეჭვგარეშეა. სანქციების თითოეული პაკეტი კრემლს ართმევს ომის წარმოების საშუალებებს. რუსეთის აგრესიის დასასრულებლად მოლაპარაკებების კონტექსტში, უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ მდგომარეობაში უნდა დავაყენოთ. სანქციები იძლევა ბერკეტს“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინა, მე-15 პაკეტი ევროკავშირმა 2024 წლის 15 დეკემბერს მიიღო.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...