მთავარისიახლეებიესპანეთი უკრაინას მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - კიევი დახმარებას მიიღებს...

ესპანეთი უკრაინას მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს – კიევი დახმარებას მიიღებს შვედეთისა და ფინეთისგანაც

Published on

კიევში მყოფმა ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანჩესის თქმით, უკრაინა 2025 წელს ესპანეთისგან მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას მიიღებს.

მისივე თქმით, ესპანეთი და უკრაინა დააკმაყოფილებენ უკრაინული დიასპორის საჭიროებებს და შექმნიან სპეციალურ უკრაინულ ცენტრს ალიკანტეს პროვინციაში.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირს რაც შეიძლება მალე. რაც არ უნდა მოხდეს უახლოეს თვეებში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა”, – დასძინა მან.

ამავე სამიტზე, უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ განაცხადა კანადის პრემიერმაც.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მთავრობა გეგმავს უკრაინას გადასცეს $113 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხოლო ფინეთი უკრაინის საპარტნიორო ფონდს (PFRU) 2025-2027 წლებში 4,5 მილიონ ევროს გადასცემს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...