მთავარისიახლეებიანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

Published on

ანდრო ჭიჭინაძის საქმე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება. დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის უკვე ევროსასამართლოში იქნება. დაცვის მხარე კონვენციის ორი მუხლის დარღვევას დაობს:

“ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში, გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში უკვე გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად დარჩა პატიმრობაში.

იქნება მეხუთე მუხლი გამოყენებული, რაც ითვალისწინებს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საკითხს. ასევე იქნება მე-18 მუხლი დაყენებული სასამართლოს წინაშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არსებობს სხვა პოლიტიკური მოტივაცია” განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...