მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი ცხინვალის რეჟიმისგან მითვისებული პენსიების თანხის დაბრუნებას ითხოვს

რუსეთი ცხინვალის რეჟიმისგან მითვისებული პენსიების თანხის დაბრუნებას ითხოვს

Published on

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისგან პენსიონერების გარდაცვალების შემდეგ მათი ნათესავების მიერ მითვისებული პენსიების დაბრუნებას მოითხოვს.

ამის შესახებ რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმას ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ მარიონეტულ რესპუბლიკასთან შეთანხმების ცვლილება წარუდგინა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შეთანხმების შესრულებისთვის აქტუალურია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან გარდაცვლილი პენსიონრების ჭარბი მითვისებული პენსიების დაბრუნება, რომელთა გარდაცვალების შესახებ ამის შესახებ მცოდნე პირებმა გვიან შეატყობინეს

კანონპროექტში წერია, რომ 2016 წლიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე მითვისებული პენსიის ღირებულებამ 37 მილიონ რუბლს გადააჭარბა.

ცვლილების კანონპროექტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხრიდან გარდაცვლილი პენსიონერების ნათესავების მიერ მითვისებული პენსიებისა და დანამატების დაბრუნებასა და “შესაბამისი დამნაშავე პირებისგან შესაბამისი თანხების რეგრესის წესით ამოღების მომავალ შესაძლებლობას” გულისხმობს.

გარდა ამისა, ცვლილება რუსულ მხარეს ნებისმიერი ვალდებულებისგან, ვალისგან და ბაჟისგან ათავისუფლებს, როდესაც რუსეთის საპენსიო და სოციალური დაზღვევის ფონდის თანამშრომლები მარიონეტულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...