15 თებერვალი საქართველოში დიდი პროტესტის დღეა – რუსული დიქტატურის წინააღმდეგ თბილისში, 18:00 საათზე, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაანონსებული.
უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს ხალხი გეგმავს, საკუთარი ძალა შუშის სასახლეების მოყვარულ ოლიგარქს და მის არაღიარებულ მთავრობას დაანახოს. პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები შეკრებას ევროპის მოედანზე დაიწყებენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
ხელოვანები, მწერლები, მთარგმნელები, მესამე სექტორი, საჯარო მოხელეები – დღეს თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი ერთიანდება, ქუჩაში გამოდის და კიდევ ერთხელ ეუბნება უარს ივანიშვილის რეჟიმს, რომელსაც ქვეყანაში უკანონობის დაკანონება სურს.