მთავარისიახლეები"თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მოვითხოვეთ, თუმცა, შესაბამისი უწყებები ამ...

“თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მოვითხოვეთ, თუმცა, შესაბამისი უწყებები ამ ცნობებს არ გვაწვდიან” -საია

Published on

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, ორგანიზაციამ აქციების დროს დაკავებული და 26 დღის განმავლობაში მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების არაერთხელ მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

საიას თქმით, ამ ინფორმაციას მათ არ აწვდიან.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმაც ვერ მიიღო სამედიცინო დოკუმენტები დროულად. ამ პერიოდში თემურ ქათამაძეს უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა.

ბოლო პროცესზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება და თემურ ქათამაძე კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით. დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება.

შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარონ დაკავებულ პირს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...