მთავარისიახლეებიEPP "ოცნების" ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

Published on

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ სანქციებს ითხოვს. ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე და პაპუაშვილი – ეს EPP-ის შავი სიაა. ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანება კიდევ ერთი რეზოლუციით საქართველოს დემოკრატიის განადგურების გამო პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. რეზოლუციას კენჭს ზუსტად ორ დღეში უყრიან.

“პირველებმა” რეზოლუციის სადრაფტო ვარიანტი მოიპოვა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურად ძალად ევროკავშირმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უნდა აღიაროს, ხოლო “ოცნების” მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ. ევროპელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მხოლოდ დიპპასპორტების მხრივ სანქციების დაწესება საკმარისი არ არის და ამ პირების მიმართ საჭიროა ტარგეტირებული სანქციებიც.

იმეორებს თავის მოწოდებას, საბჭომ და წევრმა ქვეყნებმა დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პირადი სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და გაყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, რაც უკან ხევს დემოკრატიას და ქვეყნის კონსტიტუციურად გამოცხადებულ ევროატლანტიკურ ინტერესებს. იხსენებს, რომ აშშ-მ მას უკვე დაუწესა სანქციები. მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართას ბიძნა ივანიშილს ღირსების ლეგიონი და დააწესოს ინდივიდუალური საქციები. მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას, დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე, მაგრამ მიიჩნევს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც უნდა მოჰყვეს მკაცრი სანქციები. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადმაიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და ეს სანქციები გავრცელდეს მოსამართლეებზე, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც გამოიტანენ პოლიტიკურად მოტივირებულ სასჯელებს და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებზე, – წერია დოკუმენტში.

EPP-ის რეზოლუციაში საკმაოდ ვრცელი თავი ეთმობა პოლიტპატიმრებს და მზია ამაღლობელს.

კატეგორიულად გმობს საქართელოს მმართელი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობას და რეპრესიებს. ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ოთხ კვირაზე მეტია უსამართლო პატიმრობის გამო შიმშილობს და სიცოცხლისთვის კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების წინაშე დგას. გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიაზე თავდასხმას და ცემას, გმობს პოლიტიკური ლირებეის დაკავებას, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა, როგორც „ქართული ოცნების“ და მისი მოკავშრეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ძალადობის და შოკისმომგვრელი ესკალაცია. მოითხოვს თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, რომელიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და თრგუნავს მშვიდობიანი, განსხვავებული აზრის არსებობას, – ნათქვამია დოკუმენტში.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...