მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისის სასამართლოში 9 დემონსტრანტის საქმე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისის სასამართლოში 9 დემონსტრანტის საქმე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

Published on

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 დემონტრანტის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საქმე ეხება პირებს, რომლებმაც ერთ-ერთი მოსამართლის სახლთან მშვიდობიანი და ხანმოკლეს საპროტესტო აქცია გამართეს.

დარბაზში გამუდმებით მოსამართლის ჩაქუჩის ხმა ისმის. მაგიდაზე დაბრახუნებით ცდილობს ციცინო მოსიძე პროცესზე დამსრწეები და განსასჯელის სკამზე მსხდომები გააჩუმოს.

ამ წუთებში ე.წ. მოწმე პოლიციელები იკითხებიან. დაცვის მხარეს მათთან აქვთ კითხვა, რაში გამოიხატა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მოწმე პოლიციელები ყველა კითხვაზე დუმან. მაგალითად, პოლიციელს ჰკითხეს, რა მანძილზე უნდა ჩატარდეს საპროტესტო აქცია საცხოვრებელ სახლთან, რომ ეს კანონდარღვევად არ ჩაითვალოს, თუმცა ამ კითხვასაც მოწმემ ვერ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე, როდესაც დაცვის მხარე მოწმეს კითხვით მიმართავს, მოსამართლე ცდილობს, კითხვა მოწმე პოლიციელებმა არ გაიგონ, ან ხდება კითხვის აცილება, ან მას თავად მოწმე პოლიციელები არ პასუხობენ.

როგორი იქნება მოსამართლე ციცინო მოსიძის ვერდიქტი, დააკისრებს განსასჯელის სკამზე მსხდომებს 5 ათას ლარიან ჯარიმას თუ 60 დღიან პატიმრობაში გაუშვებს, ცნობილი მალე გახდება.

შეგახსენებთ, რომ რეჟიმი ამ წუთებში ჟურნალისტებს, ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს და მომღერლებს გამოხატვის თავისუფლებისთვის ასამართლებს.

სიახლეები

პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება – ლაიენი

ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი...

“ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ნუ დაკარგავთ ამ შანსს. მთელი მსოფლიო გიყურებთ” – ტუსკი

"ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ნუ დაკარგავთ ამ შანსს. მთელი მსოფლიო გიყურებთ დღეს ჯიდაში. წარმატებები!" -...

საფრანგეთი დაუპირისპირდება უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ უკრაინის არმია უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია და...

გიორგი შალუტაშვილი უნივერსიტეტთან მისულ კოლეგებს არ შეხვდა

თეატრალურის რექტორი მიმალვაშია. გიორგი შალუტაშვილი და მისი ეთიკის კომისია არც სტუდენტებს და არც კოლეგებს...