მთავარისიახლეებისაზოგადოებააუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად! - ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

Published on

რეჟიმის პატიმარი, იუმორისტი ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საზოგადოებამ ცოტაც უნდა გაუძლოს, რადგან მალე ისეთი ხალხი შეუერთდებათ, ცხოვრებაში რომ არ ყოფილან მათ მხარეს.

“მალე დადგება ის დროც, როცა რიგით პოლიციელებსაც ამოუვათ ყელში“, – წერს ცხადაძე.

მისივე თქმით, მალე ყველა მიხვდება, რომ „ოცნება“ იტყუება, “აბუ დაბის ინვესტიციიანად.“

ერთ ჭეშმარიტებას მივხვდი – თურმე აქციები კი არა, ზამთარი ყოფილა მილევადი. ცოტაც გაუძელით და მალე ისეთი ხალხი შემოგიერთდებათ, ცხოვრებაში რომ არ ყოფილან ჩვენ მხარეს. მალე დადგება ის დროც, როცა რიგით პოლიციელებსაც ამოუვათ ყელში. მალე ყველა მიხვდება, რომ ესენი ყველაფერს იტყუებიან, აბუ დაბის ინვესტიციიანად. უბრალოდ საუბარი დაგვჭირდება, რომ ჩვენ ყველა ერთნი ვართ და მხოლოდ ისინი დგანან სხვა მხარეს. აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს ონისე ცხადაძე.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...