მთავარისიახლეებისახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

Published on

6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი ავრცელებს.

“ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით:

1. ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია

2. გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები

3. გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია

4. ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია

ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

“დაასრულე მილიცია, დაასრულე რეჟიმი, თავისუფლება სინდისის პატიმრებს” – თსუ-ში პროტესტია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სოლიდარობის აქცია იმართება - ახალგაზრდები გამთენიისას დაკავებულ აჩი გოჩიტაშვილის,...

“საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს – დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება” – ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღეს და...

“საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას – ნეგატიურია, აუარესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას” -საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "ქართული ოცნების" მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას...

“კრიზისი დაწყებულია და 2025 წელი საკმაოდ რთული იქნება-გილაური

Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური ამბობს, რომ კომპანიის პროგოზით საქართველოში წელს იქნება უარყოფითი ეკონომიკური ზრდა...