გამთენიისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავა.
ახალგაზრდებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
სამივე ახალგაზრდას ხელბორკილი გამთენიისას ქუჩაში დაადეს. ევროპული მომავლის მცველები ახლა დიღმის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მოთავსებული და მათთან ახლა ადვოკატები იმყოფებიან. ეს სწორედ ის ახალგაზრდები არიან, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტის დერეფნიდან ითხოვდნენ უკანონო ტყვეობაში მყოფი მათი თანამებრძოლების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.