მთავარისიახლეებისაია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის

საია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის

Published on

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საზოგადოებრივ მაუწყებელზე, “მოამბის” წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობიდან ჩახსნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია.

საიას შეფასებით, ეს რეპრესია არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ტრამპმა ირანზე იერიშის მიტანის გეგმა დაამტკიცა-WSJ

The Wall Street Journal იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე იერიშის...

დაჟინებით მოვითხოვე მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს – კოლსი

ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს - რეზოლუციის დამტკიცებას ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი...

ელენე ხოშტარია FACEBOOK-პოსტის გამო 4000 ლარით დაჯარიმდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ...

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და პოლიტიკური თავისუფლების დარღვევებთან და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით რეზოლუცია...