მთავარისიახლეებიოლიგარქის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ 2 პირი დამნაშავედ ცნო და...

ოლიგარქის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ 2 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში გაუშვა

Published on

ივანიშვილის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმას [353-ე 1 პრიმა მუხლი] ედავებოდნენ. ის 12 მაისს დააკავეს და სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობდა, სავარაუდოდ იგივე მოტივით, რითაც გიორგი ოკმელაშვილის – ვერ მოესწრო პრეზიდენტ ზურაბიშვილს მათი შეწყალება.

ივანიშვილის პროკურატურის მტკიცებით, კუჭუაშვილმა რობოკოპს ბოთლი ესროლა. თავად ბრალდებული მუხლს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბოთლი ისროლა, თუმცა არა პოლიციის მიმართულებით.

დამნაშავედ ცნეს და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დავით კოლდირს, რომელიც ასევე რუსული კანონის აქციებზე დააკავეს და პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.

შეგახსენებთ, იგივე ბრალდებით გუშინ, 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი ოკმელაშვილსაც.

სიახლეები

ტრამპმა ირანზე იერიშის მიტანის გეგმა დაამტკიცა-WSJ

The Wall Street Journal იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე იერიშის...

დაჟინებით მოვითხოვე მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს – კოლსი

ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს - რეზოლუციის დამტკიცებას ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი...

ელენე ხოშტარია FACEBOOK-პოსტის გამო 4000 ლარით დაჯარიმდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ...

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და პოლიტიკური თავისუფლების დარღვევებთან და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით რეზოლუცია...