მთავარისიახლეები"აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!"-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

Published on

ივანიშვილის “დეპუტატი” გენო პეტრიაშვილი “აგენტებს” და “ფულზე გაყიდულებს” უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავდნენ. პეტრიაშვილი მათ პროპაგანდით პასუხობს:

“მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს,რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება,არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებს ყველა!რაც დღეს საზოგადოებამ ნახა,არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი ! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ,უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!
დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!” – წერს პეტრიაშვილი ინსტაგრამზე.

“უსირცხვილო” – ამ შეძახილების ფონზე შეაცილეს პეტრიაშვილი დღეს პარლამენტის შენობაში.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...