მთავარისიახლეებიკუპატაძემ გასცა დავალება, პროტესტის მონაწილეები ნარკოტიკის ჩადებით დააკავონ" - თარგამაძე

კუპატაძემ გასცა დავალება, პროტესტის მონაწილეები ნარკოტიკის ჩადებით დააკავონ” – თარგამაძე

Published on

გივი თარგამაძის მტკიცებით, კრიმინალური პოლიციის უფროსმა თემურ კუპატაძემ დავალება გასცა, რათა საპროტესტო აქციების მონაწილეებს მასობრივად ჩაუდონ ნარკოტიკები და დააკავონ, – ამის შესახებ თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ ყველას ვინაობა იცის, ვინც დავალება მიიღო, მაგრამ ჯერ არ ასახელებს, რითაც აძლევს შანსს, უკანონო დავალება არ შეასრულონ. გივი თარგამაძე წერს, რომ დავალების შესრულება 1 თებერვლიდან უნდა დაიწყოს:

“მაქვს უტყუარი ინფორმაცია (ბუნებრივია, წყაროს არ დავასახელებ, შიგნიდანაა), აი, გუშინ რომ ღირსების ორდენი აირტყა, იმ თემურ კუპატაძემ გასცა დავალება კონკრეტული სამსახურების უფროსებზე, რომ მასიურად დააკავონ პროტესტის აქტივისტები ნარკოტიკის ჩადებით. თითოეული პირის ამ მეთოდით დაკავებოსთვის როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე უშუალო შემსრულებლები მიიღებენ ცალცალკე პრემიას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს ხვალიდან. შეგნებულად არ ვწერ დავალების მიმღებთა მონაცემებს, ვაძლევ რა შანსს, ეს დავალება არ შეასრულონ და ამ საძაგლობაში მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც კი ასეთ თუნდაც ერთ ფაქტს ექნება ადგილი, არა მხოლოდ ყველას დავასახელებ, ყველაფერს ვიზამ, სანქციებში მაგნიტსკის სიით მოხვდნენ ყველანი. გახსოვდეთ, მაგ მიტინგებზე თქვენი შვილებიც დგანან და მათი მეგობრებიც”, – წერს გივი თარგამაძე.

სიახლეები

ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, წყლით სავსე თხრილში 5 და 7 წლის ბავშვები ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მიმდებარედ, სამშენებლო მოედანზე, სადაც ხშირად თამაშობენ ბავშები, უბედური შემთხვევა მოხდა:...

ჯო უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მხარეებს...

ჯო უილსონმა კაია კალასთან პუტინის ალიანსის, მათ შორის, ივანიშვილის დამარცხების გზები განიხილა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების...

ზელენსკი ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის...