მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ბაჩიაშვილი - არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან...

გიორგი ბაჩიაშვილი – არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ

Published on

ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა.

„ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი არის მოსალოდნელი, არაფერი გაგიკვირდეთ. ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ.

ბაჩიაშვილი არ ასახელებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს.

„ამ სიაზე მაქვს ინფორმაცია. ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა, მაგრამ რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე იმიტომ, რომ ეს არის საყოველთაო პროტესტი. აქ არავის არც ფულს უხდიან და არც არავინ ფულის გამო არ დგას, ყველა საკუთარ ფასეულობებს იცავს. ყველანაირი სიბინძურე მზადდება, მათ შორის „საქმეები იკერება“. მზადდება პროვოკაციებიც. არაერთი პროვოკაცია ვნახეთ, მათ შორის, ყველა ძალისმიერ მეთოდზე არის საუბარი: დაშინება, დევნა, მოსყიდვა. რასაც კი შეძლებს, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...