მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამხდარია, საუბარი და გადაადგილება უჭირს - ადვოკატმა მზია ამაღლობელი მოინახულა

გამხდარია, საუბარი და გადაადგილება უჭირს – ადვოკატმა მზია ამაღლობელი მოინახულა

Published on

მოშიმშილე მზია ამაღლობელთან მოსანახულებლად შესულმა მაია მწარიაშვილმა რუსთავის ქალთა კოლონია დატოვა – გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ რეჟიმის ტყვე შედარებით გამხდარია და როგორც საუბარი, ასევე გადაადგილება უჭირს.

“შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო, რადგან დაღლილი იყო” – თქვა მაია მწარიაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელს დამატებით გამოკვლევებს მომავალ კვირას ჩაუტარებენ.

ამბობს, რომ ჯერ ვუძლებ, არ შეწუხდეთ, კიდევ გავუძლებ. როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით. რაიმე დახმარებას, სადმე გადაყვანას არ ითხოვს. მე რასაც დავაკვირდი, ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, უფრო ნელა საუბრობს. ნელა მოძრაობს უფრო. ჩემი დაკვირვებაა ეს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო. დამშვიდებულიყო იმ კუთხით, რომ დაღლილი იყო.

საქმესთან დაკავშირებით რაღაცებზე ვისაუბრეთ და ამაზე ახლა ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა. მისი მოსაზრებები იცით. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით. ყოველ ჯერზე გვეუბნება, მე არ ვარ მთავარი თემა. არაერთი უკანონოდ დაკავებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავი ქვეყანაში.

21-ში იყო სისხლის საერთო. ახლა ჩავიბარეთ 28-ში გაკეთებული. 28-ში გაკეთებული ანალიზის პასუხი სანამ ჩვენ არ მივედით, მანამდე არ იცოდა. ახლა აჩვენეს, სავარაუდოდ. ჩვენ დოკუმეტები გადმოგვცეს. იმ კვირაში გეგმავენ სერიოზული კვლევების ჩატარებას. ჯერ არ ვიცით, რა კვლევებს ჩაუტარებენ, ორშაბათს გვეცოდინება”, – ამბობს მაია მწარიაშვილი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...