მთავარისიახლეები"ქართული ოცნებისთვის" ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და...

“ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია” -ზურაბიშვილი რეზოლუციაზე

Published on

“ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება-წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, ოცნების მზაკვრული გეგმების მიუხედავად.

ამავდროულად ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით: 3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები: პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა…

“ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია! ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!”

– წერს Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...