მთავარისიახლეები"აზრი არ აქვს" - "ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

“აზრი არ აქვს” – “ოცნება” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

Published on

ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

პარტიის წევრი, თეა წულუკიანი ამას “უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟით” ხსნის.

“ქართული ოცნების” გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში… ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილებას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს”, – თქვა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

“ხოლო საპარალმენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის შემდეგ გავაგრძელებთ, როცა დასრულდება შანტაჟი”, – თქვა წულუკიანმა.

ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს მოთხოვნები “ქართულმა ოცნებამ” აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი “ოცნების” დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” ეკრძალება:

სხვადასხვა კომიტეტის წევრობის უფლება;
არჩევნების დაკვირვების უფლება;
მომხსენებლად ყოფნის უფლება;
ასამბლეაში თანამდებობის დაკავების უფლება;
ასამბლეის წარმომადგენლობის უფლება.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....