მთავარისიახლეები"ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი" -კალაძე მოძალადე პოლიციელებს მადლობას უხდის

“ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი” -კალაძე მოძალადე პოლიციელებს მადლობას უხდის

Published on

ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა – ასე პასუხობს კახა კალაძე მოძალადე პოლიციელებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს და ამტკიცებს, რომ ისინი “წესრიგს იცავენ”.

სამაგიეროდ, კალაძე არ პასუხობს კრიტიკული მედიის წარმომადგენლების კითხვებს, რატომ არ არის დასჯილი არც ერთ ის პოლიციელი, რომელიც მედიის წარმომადგენლებისა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, ძალადობაშია მხილებული.

ეს კომენტარი კალაძემ სპორტული სამყაროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც კობახიძეც იმყოფებოდა. თუმცა, თვითგამოცხადებული პრემიერი იქიდან ჟურნალისტების პროტესტს გაექცა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...