მთავარისიახლეებიშოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით; საშუალო ასაკის ქალს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა,...

შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით; საშუალო ასაკის ქალს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე ნიღბიანების მიერ და არავინ დაუკავებიათ – ჰერჩინსკი

Published on

“მე შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, რომელიც უკვე 16 დღე გრძელდება. ის წინასწარ პატიმრობაშია. საშუალო ასაკის ქალს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე, ნიღბიანების მიერ, და არავინ იქნა დაკავებული. ეს არის უპრეცედენტო რამ. სწორედ ამიტომ, სანქციების შესახებ მსჯელობა ევროკავშირში კვლავაც გაგრძელდება. სამწუხაროდ ჯერ ერთსულოვნება არ გვაქვს, რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ სანქციებს შეუერთდნენ. თუმცა, გამომდინარე ევროკავშირის ლიდერების მონდომებიდან, ჩვენ ამაზე მუშაობას დავუბრუნდებით და მივაღწევთ ერთსულოვნებას, რომელიც სანქციების დასაწესებლად არის საჭირო.”

განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...