მთავარისიახლეები"მზია ამაღლობელი გაწნულ სილაზე რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს...

“მზია ამაღლობელი გაწნულ სილაზე რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი და არც მისი შიმშილობა, ამის მერე გარდა დამნაშავისა, ხარ არაკაცი” – ნიკა გვარამიას მიმართვა ირაკლი დგებუაძეს

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიერ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე გაწნული სილა, იყო სილა უსამართლობაზე და რეჟიმზე. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა და კონკრეტულად ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მიმართა, რომელის ბრძანებითაც დააკავეს მზია ამაღლობელი და მასზე სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

“მზია ამაღლობლის გაწნული სილა დგებუაძეზე, არის გაწნული სილა უსამართლობასა და რეჟიმს და ვუერთდებით მთელი ქართული საზოგადოება ამ სილაში.

დგებუაძეს მინდა მივმართო, ქალის მიერ გაწნული სილაზე ის რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი , არც მისი შიმშილობა და ხმა არ დაგიძრავს და პროკურატურისთვის ისიც კი არ გითქვამს, რომ ამის გამო არ გაუშვათ ის პატიმრობაში. ამის მერე გარდა დამნაშავისა, ხარ არაკაცი.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მზია ამაღლობლის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის არაღებით დანაშაულს სჩადიან როგორც ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებიც, ასევე პენიტენციური უწყებაც.

“ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს. 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

სიახლეები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში...

“შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს გულის, თირკმელების, ღვიძლის უკმარისობა” – ბათუმელი ექიმების განცხადება მზია ამაღლობელზე

"შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს ორგანოების უკმარისობა ისეთი, როგორიც არის გული, თირკმელები, ღვიძლი," -...

რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო აქციების ფონზე, სერბეთის პრემიერი ოფიციალურად გადადგა

სერბეთის პრემიერმინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი, ქვეყანაში რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა. როგორც ვუჩევიჩმა დღეს გამართულ...

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, ჟურნალისტები საგამოძიებოსთან აქციას მართავენ

მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების, მისი გათავისუფლებისა და მხარდაჭერისთვის, ჟურნალისტები ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო...