მთავარიUncategorizedCybernews- საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews- საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Published on

გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Priveder) საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით ხელმისაწვდომი გახადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს.

ბაზა კიბერუსაფრთხოების კონსულტირების პლატფორმა SecurityDiscovery-მა აღმოაჩინა.კომპანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, ბობ დიაჩენკოს განცხადებით, მათ ახლახან აღმოაჩინეს პაროლით დაუცველი მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით პერსონალურ დეტალებს შეიცავდა. ერთ-ერთი გაჟონილი ინდექსი მოიცავდა თითქმის 5 მილიონი პიროვნების პერსონალურ მონაცემებს, ხოლო მეორე 7 მილიონზე მეტ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას შეიცავს. გამოცემა წერს, რომ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა თითქმის 4 მილიონია, მონაცემები შესაძლოა შეიცავდეს დუბლიკატებს და ჩანაწერებს გარდაცვლილ ადამიანებზე.

სენსიტიური პერსონალური მონაცემები მოიცავს:

პირადობის ნომერს;
სრულ სახელსა და გვარს;
დაბადების თარიღს;
გენდერს;
სერთიფიკატის მსგავს ნომრებს (პოტენციურად დაზღვევას);
ტელეფონის ნომრებს – მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.
“როგორც ჩანს, მონაცემები შეგროვდა ან გაერთიანდა მრავალი წყაროდან, მათ შორის, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან და ნომრების იდენტიფიკაციის სერვისებიდან,” – განაცხადა დიაჩენკომ

გამოცემის ცნობით, აღმოჩენიდან მალევე სერვერი offline რეჟიმში გადაიყვანეს და გამოქვეყნებულ მონაცემებზე საჯარო წვდომა დაიხურა. უცნობია, შეატყობინეს თუ არა კომპანიას მონაცემთა გაჟონვის შესახებ.

“პერსონალური იდენტიფიკატორების, მისამართების და ტელეფონის ნომრების ნაზავი პოტენციურად არის მავნე მოქმედი პირების ხელში და შეიძლება გამოყენებულ იქნას თაღლითობის ან გავლენის კამპანიებისთვის. რეგიონში, სადაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა მაღალია, პერსონალური ინფორმაციის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს ნდობა საზოგადოებაში, შექმნას დეზინფორმაციის შესაძლებლობები და ზიანი მიაყენოს დაუცველ პირებს,” – თქვა დიაჩენკომ.

სიახლეები

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...