მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილისგან მიღებული მუქარის წერილის გასაჯაროებას აპირებს

გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილისგან მიღებული მუქარის წერილის გასაჯაროებას აპირებს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგნენ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. ბაჩიაშვილის თქმით, მან ივანიშვილის გარემოცვის მეშვეობით, ოლიგარქისგან წერილი მიიღო, რომელშიც ივანიშვილი მუქარას უთვლიდა. ბაჩიაშვილი ამ წერილის გასაჯაროებას გეგმავს.

“ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. მე მთავაზობდნენ რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი თავისუფლებისთვის. თუ ამას არ გადავიხდიდი ეს თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამას ჰქვია კრიმინალური “სჩოტჩიკი”. ეს წერილი არის მიღებული მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო.

ჩემს წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვთქვი ივანიშვილს წავყოლოდი იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვა. შესაბამისად ივანიშვილი იყენებს თავის აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისათვის, რომ მე ადამიანი, რომელიც ვდგავარ ჩვენი დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, გამაჩუმოს, შური იძიოს და გამომძალოს თანხა.” – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი “მთავარ არხთან”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...