მთავარისიახლეები"ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა - უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით და...

“ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა – უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით და მოვითხოვოთ ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა” – ევროპარლამენტარი

Published on

“ყველაფერი ნათელია: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხს, ვინც არჩევნები მოიპარა, ეს გაუვიდეთ. ეს განგაშის ზარია, ბატონებო. დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მიიღო რეპრესიული კანონები და, გარდა ამისა, აქტივისტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება ოპოზიციური ხმების ჩახშობას ემსახურება.

ინციდენტები, რომელთა დროსაც სამიზნე ოპოზიციის ლიდერები გახდნენ, სრულიად მიუღებელია. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისევე როგორც ახალი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა და უნდა გამოვიჩინოთ სითბო და მხარდაჭერა იმ ხალხის მიმართ, ვინც ქუჩაში იბრძვის”.

– განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა საქართველოს შესახებ დებატების დროს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...