მთავარისიახლეებიტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი...

ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს -რუბიო

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს – განაცხადა აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS Mornings-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“კონფლიქტი უნდა დასრულდეს და შეერთებული შტატების პოლიტიკის მიზანი არის მისი დასრულება. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მის სტაბილურ დასრულებას, ანუ, არ გვინდა მხოლოდ კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ განახლდეს ორი, სამი ან ოთხი წლის შემდეგ. ჩვენ გვინდა სტაბილურობის უზრუნველყოფა“ – ამბობს სახელმწიფო მდივანი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა დიდ საფასურს იხდის თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურითა და ადამიანების სიცოცხლით.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...