მთავარისიახლეები"მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს...

“მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში” -ანა ტყებუჩავა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 10 თებერვალს გაიმართება.

მსახიობს 9 იანვრის აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს.

დღევანდელი სხდომის დაწყების წინ, მსახიობმა სასამართლოს მიმართა:

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ რუსთაველზე დგომა არის მნიშვნელოვანი, ვიცავ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამას დაემატა უსამართლოდ დაკავებული ადამიანები და მათ გათავისუფლებას ვითხოვთ, ეს როგორც მოქალაქე. […]

ცნობილი სახე ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყოველთვის ვცდილობ კარგი მაგალითი ვიყო განსაკუთრებით მოზარდებისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი ქცევებიდან გამომდინარე, თუ ასეთი მაყურებელი გვყავს, ყოველთვის როცა რაღაც არასწორს ვაკეთებ, გაფართოებული თვალით მიყურებენ ხოლმე, ამის ერთ-ერთი მიზეზია, საჯაროდ სიგარეტის მოწევასაც თავი დავანებე, იმიტომ, რომ მართლა გაოცებულები მიყურებდნენ ეს ბავშვები. […]

ჩემი, როგორც მსახიობის კავშირი ამ მოვლენებთან, პირველ რიგში არის ის, რომ 0 იქნება ჩემი, როგორც მსახიობის ფასი, ჩემთვის თუ სულერთი იქნება ამ ქვეყანაში კანონი თანაბრად იქნება თუ არა და როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, პირველ რიგში, ადამიანური მიზეზია, რომ გინდა შენი უსამართლობა უფრო ფართოდ მიაწოდო, შენი ხმა მოისმინონ, გაიგონ, შემდეგ ცხოვრება, სამწუხაროდ, გთავაზობს კიდევ სხვა უსამართლობებს, რაზეც შენ სცენიდან გამოდიხარ და ესაუბრები შენ მაყურებლებს. ამიტომ მე არ ვიქნები მართალი, ძალიან არასწორი ვიქნები თუ ვისაუბრებ უსამართლობაზე და არ დავიჯერებ, რომ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს, არ მქონდეს იმედი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი როგორც მსახიობის პირველი რიგში დანიშნულება, რომ სხვას მივცე იმედი და სხვას მოვუწოდო, რომ მის არასწორ საქციელს, შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოჰყვეს. ეს არის როგორც მსახიობის პოზიცია. ახლო წარსულში იყო ასეთი მაგალითი, მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ რა ხდება ასეთ დროს იმ ადამიანების ოჯახში, თუ კი მე გულგრილი ვიქნები და არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში, არ გავიზიარებ მათ პრობლემებს“ [პუბლიკა] – მიმართა სასამართლოს ტყებუჩავამ

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...