მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს

Published on

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

25 წლის აქტივისტს გამოძიება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავება და ციხეში 7 წლით გაშვებას უპირებს, თუმცა ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულებების გარეშე.

საქმეში არის ვიდეო, სადაც დავით ხომერიკი საერთოდ არ ფიგურირებს, რა ხდებოდა უბრალოდ 2 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ და ამ ვიდეოში იდენტიფიცირებულიც არ არის, დავითი ნამდვილად ამ ღამეს იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარედ. ამოღებულია 2 მინის ბოთლი, მასში სავარაუდოდ განთავსებული ნავთობპროდუქტით და მას ედავებიან, რომ ეს ჰიპოთეტურად იყო მოლოტოვის კოქტეილი და მას ჰქონდა მიზანი გამოყენებინა პოლიციელების წინააღმდეგ. ექსპერტმა, თუნდაც ჰიპოთეტურად აღმოჩენილ ნივთებზე დაწერა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამოღებული იყო ზურგჩანთიდან, ის არ წარმოადგენდა აალებად, ცეცხლსაშიშ ნივთიერებას, მას ასეთად რომ ქცეულიყო სჭირდებოდა დამატებითი ზომების მიღება. არ ამოუღიათ ზურგჩანთიდან, რაც ჩხრეკის ოქმში წერია რაიმე საშუალება, რაც ცეცხლს ანთებს”,- ამბობს ადვოკატი.

დავით ხომერიკი 2 დეკემბერს თამარაშვილზე დააკვეს.

ფოტო: ტვ პირველი

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...