მთავარისიახლეებიდონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი

Published on

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი. მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა „სიენენს“ განუცხადა, რომ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ კაპიტოლიუმში ხელს მოაწერდა აღმასრულებელ ბრძანებების ნაწილს, ხოლო დანარჩენებს – იმავე დღეს Capital One Arena-ზე სცენაზე გამოსვლისას.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე „რეკორდული“ რაოდენობის ბრძანებულებების ხელმოწერას გეგმავს.

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...