მთავარისიახლეები„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

Published on

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“როგორც მომზადების, ისე გადამზადების პროგრამებზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 28 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. „თეგეტა აკადემია“ პროექტს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „აღნიშნული პროგრამები ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად შევქმენით. რეგიონში საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველების ოპერატორებზე დიდი მოთხვონაა და გვიხარია, რომ ამ პროფესიის შესწავლასა თუ ცოდნის ამაღლებაში მათ „თეგეტა აკადემია“ დაეხმარება. პროგრამებს გაუძღვებიან „თეგეტა აკადემიის“ მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები. გარდა ამისა, იქნებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ტრენერები/სპეციალისტები/მასწავლებლები. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში ამ მზარდ მიმართულებაში პროფესინალი კადრები მოვამზადოთ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას“.

პროფესიული მომზადების პროგრამის – „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ – ხანგრძლივობა 12 კვირაა. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს პარტნიორი კომპანიის „ტრანსფორდის“ ბაზაზე.
რაც შეეხება „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამას, ის პარტნიორი კომპანიის, „ტრანსფორდის“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხორციელდება. დაინტერესების შემთხვევაში კი მომდევნო ნაკადის მიღებისას შესაძლებელია სხვა კომპანიებთან პარტნიორობაც, რომლებსაც სურთ, თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის მიმართულებით გადაამზადონ.
პროფესიული მომზადების პროგრამები განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ მიმართულების შესწავლას. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა დადასტურებული საბაზო განათლება და ასაკი მინიმუმ 18 წელი. რაც შეეხება გადამზადების პროგრამას, შექმნილია მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ და უდასტურდებათ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერირების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

„თეგეტა აკადემიამ“ აღნიშნული მასშტაბური პროექტი დასავლეთ საქართველოში USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო. აკადემიამ ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების 14 პროგრამის განხორციელების უფლება 3 წლის ვადით მოიპოვა. ორივე ფილიალში მსმენელების პირველი ნაკადი, ჯამში 80 ადამიანი, 2024 წლის ნოემბერში მიიღეს. პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ან კონსულტაციისთვის დაუკავშირდნენ „თეგეტა აკადემიას“. ფოთის ფილიალის თითოეულ პროგრამას 20 მსმენელი დაესწრება. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოსგან აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით.
საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის პროგრამის შემდეგ ფოთის ფილიალში გამოცხადდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები სპეცტექნიკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები და ფრონტალური დამტვირთველები.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...