მთავარისიახლეებიმზია ამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტები კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ

მზია ამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტები კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ

Published on

ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთან, კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი დღეს, 17 საათზე ამ მოთხოვნით კაციტაძის უწყებასთან მივლენ და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. დგებუაძე “ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მიმართ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაშია მხილებული. როგორც უფლებადამცველებს იზოლატორში შეხვედრისას ამაღლობელმა მიაწოდა ინფორმაცია, პროვოკაციის მოწყობისა და დაკავების შემდეგ, დგებუაძემ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რამდენჯერმე სცადა და სახეში შეაფურთხა.

გარდა ამისა, დღესვე, 15 საათზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მზია ამაღლობელის საქმეზე ახალ დეტალებს გაასაჯაროებს.

ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლებმა კანცელარიის შენობასთან დღეს, არალეგიტიმური მთავრობის სხდომის პარალელურად, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...