მთავარისიახლეებისაქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაა -...

საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაა – ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სერბეთში აგორებულ საპროტესტო ტალღას პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის ბრძოლაა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ.

საპროტესტო აქციები საქართველოში და საპროტესტო აქციები სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

17 იანვარს სერბეთში, პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩისა და სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ათიათასობით დემონსტრანტმა მიიღო.

მომიტინგეები სერბეთის პრეზიდენტს კორუფციასა და ნეპოტიზმში, ხოლო სახელმწიფო მაუწყებელს მთავრობის სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...