მთავარისიახლეები''სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი'' საკრებულოს წევრის თაზო ფაცაციას მიერ შშმ პირზე შესაძლო ზეწოლასთან...

”სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი” საკრებულოს წევრის თაზო ფაცაციას მიერ შშმ პირზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართავს

Published on

საჯარო წყაროებში გავრცელდა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას ხმოვანი ჩანაწერი, სადაც იგი მოქალაქეს მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აქციებში.

ამასთან, ჩანაწერში ჩანს სიძულვილის ენისა და ფარული მუქარის ელემენტები. კონკრეტულად, თაზო ფაცაცია ამტკიცებს, რომ აქციებში მონაწილეობენ “გათხოვილი კაცები”, რაც მის განცხადებაში ჰომოფობიური სიძულვილის ენას ავლენს. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადების ადრესატი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რის შესახებაც თაზო ფაცაციას ჰქონდა ინფორმაცია, ეს დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევაზე მიუთითებს.

ფარული მუქარა – აღნიშნული ფორმით მოქალაქის ზეწოლა არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ჰომოფობიური სიძულვილის ენა – ჩანაწერში გამოყენებული ტერმინები და დამოკიდებულება ხელს უწყობს სტერეოტიპების გამყარებას და სიძულვილის გაღვივებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დაცულ თანასწორობის პრინციპს.

დისკრიმინაცია შშმ პირის მიმართ – ადრესატის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გამოყენება მის დასაშინებლად და ზეწოლის განხორციელებისთვის მიუღებელია როგორც სამართლებრივად, ისე ეთიკურად.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს დემოკრატიულ ღირებულებებს, ხელს უშლის თანასწორობის პრინციპების დაცვას და სერიოზულად აზიანებს საზოგადოების ერთიანობას.

შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia -ს დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა. 

აღნიშნულია ”სამოქალაქო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...