მთავარისიახლეებისაზოგადოებახვიჩა კვარაცხელია საფრანგეთშია - ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი პარი სენ-ჟერმენში ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთშია – ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი პარი სენ-ჟერმენში ითამაშებს

Published on

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთშია – ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ახალ საფეხბურთო გუნდში სადებიუტო მატჩისთვის იწყებს მზადებას. პარი სენ-ჟერმენში კვარაცხელიას პირველი თამაში 26 იანვარს გაიმართება.

ლიგა ერთის მე-19 ტურში საშინაო დაპირისპირება რემსთან შედგება. ახალ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია შვიდი ნომრით იასპარეზებს, რომელიც მანამდე კლუბის საუკეთესო თავდამსხმელს კილიან მბაპეს ეკუთვნოდა.

ნაპოლიდან წამოსვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ემოციური ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა. “მიჭირს, რთულია, მაგრამ წასვლის დრო მოვიდა… მემახსოვრება ყოველი დღე” – ამბობს ქართველი ფეხბურთელი ვიდეო მიმართვაში.

მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე. ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ და ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით, თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასოდეს დამავიწყდება – ჩემი პირველი ნაბიჯები ნაპოლის სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ასევე გასვლით შეხვედრებში.

ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის ამ მაისურის ტარება ძალიან საპატიო იყო. მინდა, კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და რაც მთავარია, თქვენ, გულშემატკივრებს, მადლობა გადაგიხადოთ. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია, კიდევ შევხვდებით. ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა, წარმატებები გისურვოთ – ამ ქალაქს, ამ ხალხს, ჩემპიონობა, სკუდეტო მოუტანოთ…

აქ მოვედი როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, ვისაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა”. – ამბობს კვარაცხელია გამოსამშვიდობებელ ვიდეოში.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...