მთავარისიახლეები"ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი - რუსთაველზე მისვლას... მამი გილოცავ დაბადების დღეს და...

“ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი – რუსთაველზე მისვლას… მამი გილოცავ დაბადების დღეს და ბოდიში, რომ სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო, აქ მოგიწია დღეს ყოფნა” -რეჟიმის ტყვე

Published on

საერთოდ ვერ ვხდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, სამშობლოს სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით? პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ ვპასუხობთ მაგისთვის ვისჯებით? ევროპა, რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით? 6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის თუ მომიწევდა აქ ყოფნა – ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის პატიმარმა, აქციების მონაწილე რეზო კიკნაძემ სასამართლოს.

მან ივანიშვილის პროკურორების წაყენებულ ბრალდებაზე დეტალურად ისაუბრა და თქვა:

“მიმალვის საფრთხეო და ამ აქციებზე ყოველდღე დავდიოდი და ნიღაბი კი არა პირბადეც არ მკეთებია, არასდროს სახეს არ ვმალავდი აქციებზე და რას უნდა დავემალო? რატომ უნდა დავემალო მაგასაც ვერ ვხვდები, პირიქით, მინდა რომ ყველამ გაიგოს და იცოდეს და შესაძლებლობა რომ მქონდეს, რომ გავიდოდი აქედან, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი, ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი, მე ვარ ეს და პირიქით, იმით შევაწუხებდი ხალხს, რომ ჩემს ვინაობას ვეტყოდი და არა იმით რომ დავიმალებოდი.

მეორე საკითხია ჯგუფური ძალადობაო და ვერ ვხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს ამ კონკრეტულ ბრალდებაში, ან ძალადობა. არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა, არც ძალადობაში. ეს პატრიოტი ადამიანებიც პირველად სასამართლოზე ვნახე, იქამდე შეხებაც არ მქონია არცერთთან. 50 დაჭერილიდან არც ერთთან მიმოწერაც არ მაქვს არასდროს, სურათიც კი არ მაქვს რომელიმესთან და ერთ წამიანი ვიდეოც კი არ არსებობს რომელიც ერთად გვექნება გადაღებული.

შეზღუდვებს რაც შეეხება, არ ვთვლი,რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ იმიტომ, რომ აქეთ ვარ უკანონოდ გამოკეტილი და მე რატომ უნდა ვიხადო ფული, თუ იმის გამო, რომ მაგალითად მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს მაქსიმუმ, გადავიხდიდი. სხვადასხვა ადგილებში მისვლა-არმისვლასთან დაკავშირებით, ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი – რუსთაველის გამზირზე მისვლას, დანარჩენი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ამიკრძალოთ მისვლა და ქალაქის დატოვებაც. არ წავალ არსად.

საერთოდ ვერ ვხდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, სამშობლოს სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით? პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ ვპასუხობთ მაგისთვის ვისჯებით? ევროპა, რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით? 6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის თუ მომიწევდა აქ ყოფნა.

ბოლოს იმას ვიტყოდი, რომ დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. მამი გილოცავ და ბოდიში, რომ ამ უსამშობლო და არაპატრიოტი, სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო, აქ მოგიწია დღეს ყოფნა” თქვა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე.

საქალაქო სასამართლოში დილიდან ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და რეჟიმის კიდევ 9 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, დატოვებს თუ არა დაკავებულებს სასამართლო წინასწარ პატიმრობაში. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...