მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიტანეთის ელჩი საქართველოში გალში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გალში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

Published on

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს სამძიმარს უცხადებს.

ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად, ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

დიდი ბრიტანეთის სახელით, მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებსა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას” – აცხადებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...