მთავარისიახლეებისაზოგადოება3-4 თვეში დავინახავთ მძიმე ეფექტს ინფლაციის -ნიკა გილაური

3-4 თვეში დავინახავთ მძიმე ეფექტს ინფლაციის -ნიკა გილაური

Published on

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი, ნიკა გილაური იმ მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე საუბრობს, რომელსაც ქვეყანას სანქცირებული და არალეგიტიმური მთავრობა უქმნის. როგორც გილაური ამბობს, 2025-ის მძიმე ეკონომიკური პროგნოზი ჯერ კიდევ სანქციებამდე კეთდებოდა და ახლა კი ვითარება კიდევ უფრო გართულდება და 3-4 თვეში საგრძნობი გახდება, მათ შორის, უმუშევრობის გაზრდითაც:

“სანამ სანქციებზე მივიდოდა საქმე, მანამდე უკვე ცუდად იყო რეალურად ეკონომიკის პროგნოზში თუ ჩავიხედავდით მომავალი წლის და ციფრები არ ტყუიან. საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა გადმორიცხონ საკმაოდ დიდი თანხები მომავალ წელს, გააჩერეს პროგრამები. პირდაპირი ინვესტიციები რომლებიც უნდა შემოსულიყო მომავალ წელს, გააჩერეს გადმორიცხვები, ეს გადმორიცხვები მათ გააჩერეს ჯერ კიდევ სანქციებამდე.
გარდა ამისა, ტურიზმში გვაქვს აშკარა ჩამოვარდნა. თქვენ რომ ნახოთ და ჰკითხოთ სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს, მათ აქვთ 50%-იანი ვარდნა.
ქვეყანაში თანხა შემოდის საერთაშორისო ინვესტიციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტურიზმისა და ექსპორტის მიმართულებით. აქედან სამი არის სერიოზულად შემცირებული- 50% შემცირება აქვს ერთს, 50% მეორეს და შეიძლება 55% მესამეს. ანუ, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემების პროგნოზის უკვე გამზადებული სურათი. ამას დაემატა კიდევ სანქციები , რაც კიდევ უფრო გააუარესებს.
ჩვენ რეალურად დავინახავთ უახლოეს 3-4 თვეში საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ეფექტს როგორც კურსის თვალსაზრისით, ასევე ინფლაციის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის შემცირების თვალსაზრისით და სავარაუდოდ, უმუშევრობის გაზრდის თვალსაზრისით.” ამბობს ნიკა გილაური.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...