მთავარისიახლეებისაუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე,...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

Published on

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება – ის აღნიშნავს, რომ მხარდაჭერა და დაწესებული სანქციები არ ნიშნავს, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მხარეს ყოფნა.

“საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე. საუბარია იმ დადებულ პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს – ჩატარებულიყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო და კანდიდატის სტატუსის რეალიზება”, – თქვა ბუდრისმა.

ბუდრისი პასუხობდა კითხვას Nemunas Dawn ლიდერის, რემიგიუს ზემაიტაიტის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ ლიეტუვა არ უნდა ერეოდეს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში.

“საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ [საქართველომ დადებული პირობა] დაარღვია, და არა იმაზე, რომ ჩვენ ვცდილობთ შიდა პოლიტიკური პროცესები ვმართოთ… არჩევნები, დემოკრატიული სტანდარტები, ეუთო, ანგარიში არჩევნებზე, ევროპული ინტეგრაცია – ამაზე ვსაუბრობთ, ასევე იმ ხალხზე, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების ცემას აორგანიზებს და ციხეში სვამს”, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე, ბუდრისმა აღნიშნა, რომ უფრო ფართო სანქციების დაწესებისას მნიშვნელოვანია მეტი თანამოაზრე ქვეყნების პოვნა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...