უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი შეერთებული შტატებისგან ორშაბათს, 30 დეკემბერს გამოცხადდება. ამის შესახებ ზელენსკიმ პრეზიდენტის საღამოს მიმართვაში ისაუბრა,
“ვიცი, რომ მზადდება ამერიკული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად – ხვალ ველით ოფიციალურ განცხადებას: მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის.
ის, რაც მუშაობს ომის ამ წლებში უკრაინის დასაცავად და ახლა ხელი უნდა შეუწყოს ფრონტზე სტაბილიზაციის სამუშაოებს”. – განაცხადა ზელენსკი და ხაზი გაუსვა იმას, რომ რაც უფრო სრულყოფილი იქნება პარტნიორების მხრიდან მიწოდენა, მით მეტი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი.