მთავარისიახლეებიევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

Published on

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და ვინ გვყავს ერთმანეთზე ძვირფასი იმ ადამიანებს, ვინც ერთმანეთი ბრძოლის ველზე გავიცანით? ვინც დარსა და ავდარში ერთად ვიდექით, ვინც ათეულობით კილომეტრი ვიარეთ მთელს ქალაქში “საქართველოს გაუმარჯოს!” ძახილით, ვინც ჩვენი ჩაჭიდული ხელებით შევკარით ერთობის ჯაჭვი, ვინც დავიჯერეთ, რომ ერთად დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. 🫂
 იმასაც ამბობენ, თუ ახალი წლის ღამეს სურვილს ჩაიფიქრებ, სამყარო აუცილებლად აგისრულებს. ჰოდა, რა უნდა ჩავიფიქროთ იმაზე ძვირფასი, ვიდრე საქართველოს თავისუფლება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. 🇬🇪🇪🇺
და რა უნდა ვუსურვოთ ერთმანეთს იმაზე ძვირფასი, ვიდრე ჩვენი თანამებრძოლების თავისუფლება.
🎄 სწორედ ამიტომ, შევხვდეთ ახალი წლის ჯადოსნურ და ევროპულ ღამეს იქ, სადაც ბოლო ერთი თვე გავატარეთ. გავუზიაროთ ერთმანეთს ბრძოლის მოტივაცია, დადებითი ენერგია და ჩვენი საყვარელი სახლური საჭმელი 
ვუსურვოთ ერთმანეთს საერთო ბრძოლაში გამარჯვება და გადავუხადოთ მადლობა იმისთვის, რომ არ დავნებდით, არ გავტყდით, ერთმანეთი გავაძლიერეთ და ბრძოლას ვაგრძელებთ.

ნათქვამია სამოქალაქო სოლიდარობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....