მთავარისიახლეები"ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის!" -ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუ BILD-თან

“ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის!” -ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუ BILD-თან

Published on

გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი გამოცემა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს მთავრობას და უშიშროების უწყებებს კრემლის კონტროლის ქვეშ ყოფნაში ადანაშაულებს.

“ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის!”- ამ სათაურით ქვეყნდება გერმანულ მედიაში ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუ.

“საქართველოში დამოუკიდებელი საჯარო სამსახური არ არსებობს”, – ამბობს ის. მისი თქმით, ყველაფერი პირდაპირ მოსკოვთან არის დაკავშირებული და ყველა შეკვეთა იქიდან მოდის.

ირაკლი შაიშმელაშვილმა 26 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

მან სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა,3 დეკემბრით დათარიღებულ პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა. პატაკის ფეისბუკზე გამოქვეყნებისას პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.

TV პირველის ეთერში 28 დეკემბერს გასულ ინტერვიუში ირაკლი შაიშმელაშვილმა იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა, რომელსაც საპოლიციო ძალები ჩადიან ოლიგარქიული რეჟიმის დავალებით. სატელევიზიო ინტერვიუ მის გამგზავრებამდეა ჩაწერილი.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...