მთავარისიახლეები"არ გვეკონცერტება" -წალენჯიხაში მოსახლეობის ნაწილი საახალწლო ღონისძიებებს აპროტესტებს

“არ გვეკონცერტება” -წალენჯიხაში მოსახლეობის ნაწილი საახალწლო ღონისძიებებს აპროტესტებს

Published on

ხმაური წალენჯიხაში – მოსახლეობის ნაწილი საახალწლო კონცერტის ჩატარებას აპროტესტებს. მათი თქმით, იმ ფონზე რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, ნაწამებია ასობით დემონსტრანტი, თავად მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა მერი გიორგი ხარჩილავა, ასევე რუსეთთან ომში, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე დღის წინ დაიღუპა კიდევ ერთი წალენჯიხელი – 46 წლის ჯაბა კვარაცხელია, ახლა რეგიონში არავის ეკონცერტება.

მას შემდეგ რაც სცენის აწყობა დაიწყო, მოსახლეობა ადგილზე ნაცემი, დასახიჩრებული და ნაწამები ადამიანების ფოტოებით მივიდა.

მოქალაქეები ამ ფოტოების სცენის ფასადზე გაკვრას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა ოცნების პარტაქტივთან და საკრებულოს წევრებთან.

“ოცნებამ” სავარაუდოდ, წინასწარ იცოდა მოსახლეობის განწყობა და მათთან დასაპირისპირებლად მათ მობილიზებული ყავდათ ტიტუშკები.

სიახლეები

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...