მთავარისიახლეები"28 ნოემბრიდან მშვიდობიანი პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია, სახეზეა...

“28 ნოემბრიდან მშვიდობიანი პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია, სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია” – საიამ პროტესტის 1 თვე შეაჯამა

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროტესტის ერთ თვეს აჯამებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.

საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.

“1 თვე გავიდა, რაც ქვეყანა ფართომასშტაბიანმა ყოველდღიურმა ლეგიტიმურმა პროტესტმა მოიცვა. საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ლეგიტიმური პროტესტი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით. ამასთან, ეს საპროტესტო აქციები, არსებითი დარღვევით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები მშვიდობიანია, პროტესტებს თვითნებურად და ძალადობრივად არბევდა საპოლიციო ძალა. ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.

2024 წლის აპრილიდან სახელმწიფო მუდმივად იყენებდა პოლიციის ძალადობას, დაშინებას და სხვა პრაქტიკებს, რაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს. თუმცა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.

2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ.

აღნიშნულ პერიოდში განვითარდა შემდეგი მოვლენები: წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა უმრავლესობა.

აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;

არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;

მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდებოდა.

უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (თვითნებური დაკავება შეეხო 500-მდე პირს), მოქალაქეთა უკანონო ჩხრეკა საჯარო ადგილებში, ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;

სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 40-მდე პირი);

მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ – გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით.

კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, კერძოდ, შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ; პოლიციის შესახებ კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

გამოწვევად რჩება, როგორც მიმდინარე აქციებზე, ისე, 2024 წლის აპრილი-მაისის და 2023 წლის მარტის აქციებზე ძალადობის გამოძიების არაეფექტიანობა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...