მთავარისიახლეებისაზოგადოებახელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

Published on

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება სახის არეში აღენიშნება.

ნაცემი მოქალაქეები სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

დაპირისპირება სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. პროფკავშირებში დღეს გაფიცულების საკითხზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ირკვევა, რომ ორგანიზაცია “ლაბორის” წარმომადგენლებს, რომლებიც გაფიცულების ინტერესებს იცავენ, შენობაში გამგეობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ადგილზე ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე გამოძახებულ პოლიციას თავდასხმაში მხილებული პირები ადგილიდან არ განურიდებია.

გამგეობის სხდომაზე პროფკავშირის, “ლაბორის” საკითხი განიხილება. შეხვედრაზე “ლაბორის” მხრიდან უფლება-მოსილი პირები უნდა ყოფილიყვნენ. შეხვედრაზე უშვებდნენ თითქმის ყველას, “ლაბორის” წარმომადგენელთა გარდა.

მოვითხოვეთ განმარტების გაკეთება, რატომ არ შეუძვეს ჩვენი იურისტი, თავმჯდომარის მოადგილე. მათი მხრიდან მოხდა კარებში ფიზიკური მოწოლა, რასაც ჩვენი მხრიდან თავდაცვა მოჰყვა – თავი შევიმაგრეთ. იმათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, სილის გარტყმა. სცემეს რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, მეორეს ლოყა დაუზიანეს. გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს. საბოლოოდ კარი ჩარაზეს და უფლება-მოსილი პირები შეხვედრაზე არ შეუშვეს”- ამბობს “ლაბორის” წარმომადგენელი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...