“გრძელდება მასიური საპროტესტო აქციები თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში. სიტუაცია პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.”
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა.