მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში გაიმართება – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია და მიიწვია თუ არა “ოცნებამ” მასზე დასასწრებად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულ პარლამენტში, ივანიშვილის ხმოსნებმა ყაველაშვილი “პრეზიდენტად” 14 დეკემბერს დაანიშნეს.