მთავარისიახლეებიბინები და კოტეჯები ბაკურიანში

ბინები და კოტეჯები ბაკურიანში

Published on

ბინები და კოტეჯები ბაკურიანში – dgiurad.ge

წელიწადის ჯადოსნური დღესასწაული, ახალი წელი, გვიახლოვდება და ალბათ თითოეული ჩვენგანის სურვილია ახალი წლის ღამე ზღაპრულ გარემოში გაატაროს. თოვლი, თხილამურებით სრიალი, სიმყუდროვე, ბუხარი და საყვარელი ადამიანები გარშემო. აღნიშნულ პეიზაჟს ავსებს კურორტ ბაკურიანის ბუნება და გარემო.

ბაკურიანი საქართველოს ყველაზე ძველი, ორ საუკუნოვანი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც დღეს საერთაშორისო მნიშვნელობის სათხილამურო ცენტრს წარმოადგენს. იქ არსებული იდეალური გარემო გულგრილს არ ტოვებს როგორც ზამთრის ოლიმპიური სახეობებისა და ზაფხულის ექსტრემალური სამთო სპორტის, ისე მოყვარული მოთხილამურეების, სამეგობრო შეკრებებისა და ბავშვებთან ერთად დასვენების მსურველებს.

ბაკურიანის კოტეჯები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც კომფორტულ და მყუდრო გარემოში სურს მშვიდად დასვენება. ბაკურიანი იდეალური კურორტია როგორც აქტიური დასვენებისთვის, ასევე მშვიდი განტვირთვისთვის.

სრულფასოვანი დასვენებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ განვსაზღვროთ სად გვინდა დასვენება და რა პირობებში. კარგი დასვენებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამის გარემოში ყოფნა, სწორად განსაზღვრა იმ საჭიროებებისა რომელიც ჩვენი კომფორტისთვის იქნება აუცილებელი პირობა. ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი მოთხოვნილება და შეხედულება აქვს დასვენების პირობებთან დაკავშირებით, ზოგი ამჯობინებს კომფორტს, ზოგიერთისთვის კი ფინანსური ფაქტორია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ზოგს ბინა ურჩევნია, ზოგს დიდი კოტეჯი ბუხრით…ამგვარად, სხვადასვხა გემოვნების ადამიანს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ დასვენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული საკითხების განსაზღვრისათვის იდეალური გამოსავალია საიტიdg,iurad.ge სადაც ნახავთ განცხადებებს ბინებისა და კოტეჯების გაქირავების შესახებ. ამ მხრივ, dgiurad.ge გამორჩეულია, როგორც საიტი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მარტივ, უსაფრთხო და კომფორტულ მომსახურებას.

ვებ-გვერდი ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უკვე 10 წელზე მეტია. საიტი აკავშირებს ერთმანეთს ბინის გამქირავებელსა და დამქირავებელს. აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ სასურველი ბინები და კოტეჯები თქვენზე მორგებული საჭიროებების მიხედვით. საიტზე შესაძლებელია როგორც პატარა ბინების, ასევე კოტეჯების დაჯავშნაც. თქვენთვის ნებისმიერი კვადრატულობის ფართის ქირავნობაა შესაძლებელი, ასევე ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში. გააჩნია რა კომფორტის მოთხოვნებს ანიჭებთ უპირატესობას დასვენების დროს.

საიტი საშუალებას გვაძლევს ავარჩიოთ ქონების ტიპი, ფართი, ბიუჯეტი, მდგომარეობა. ბინებისა და კოტეჯების აღწერები შეიცავს ყველა საჭირო დეტალს, რაც დაგეხმარებათ სასურველი არჩევანის გაკეთებაში. ყველა განცხადებას თან ერთვის ფოტომასალა, რომელიც ასახავს ბინისა და კოტეჯის რეალურ მდგომარეობას.

აღსანიშნავია, რომ ამ საიტზე მომხმარებელს საშუალება ეძლევა დაჯავშნოს ბინა თუ კოტეჯი დღიურად ან საათობრივად, რაც დამეთანხმებით დიდი ფუფუნებაა მომხმარებლისთვის. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სულ რამდენიმე საათით სჭირდებათ ბინა, იდეალური გამოსავალია dgiurad.ge, სადაც შეძლებენ საათობრივად ბინის ქირაობას და არ მოუწევთ ზედმეტი თანხის გადახდა.

საიტზე ყველა პირობაა შექმნილი მომხმარებლისთვის, რათა მათ შეძლონ სწრაფად და მარტივად სასურველი ქონების ტიპის არჩევა და დაჯავშნა. საიტზე დაგხვდებათ:

მრავალფეროვანი არჩევანი – საიტი გთავაზობთ როგორც პატარა ბინებს, ასევე კოტეჯებს, რომლებიც იდეალურია დიდი ოჯახების და სხვადასხვა წვეულების აღსანიშნავად. აქ შეგიძლიათ იპოვოთ უძრავი ქონება რომელიც შეესაბამება როგორც ბიუჯეტს, ისე თქვენი კომფორტის მოთხოვნებს.

მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა – dgiurad.ge გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით, რაც განაპირობებს მარტივ საძიებო ფუნქციას და დროულ კავშირს ქონების მესაკუთრებთან. მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი ფართი თქვენი საჭიროებების მიხედვით: აირჩიეთ ბინები კონკრეტულ ადგილას, ნებისმიერი ფასის დიაპაზონში, შესაბამისი კვადრატულობის მიხედვით. ასევე, შესაძლებელია განსაზღვროთ თქვენთის სასურველი დამატებითი მოთხოვნები, როგორიცაა პარკინგი, ბუხარი ან სხვა დამატებითი დეტალები.

გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაქირავება – დასვენების დღეების არჩევაში შეზღუდულები არ ხართ, შეგიძლიათ როგორც დღიურად, ასევე ხანგრძლივი ვადით იქირაოთ ქონება. როგორც აღვნიშნეთ, dgiurad.ge-ზე შესაძლებელია უძრავი ქონების ქირაობა რამდენიმე საათითაც. ასე, რომ ამ საიტზე მარტივად შეძლებთ თქვენთვის სასურველი პერიოდით იქირაოთ ბინა ან კოტეჯი.

დამატებითი ინფორმაცია და დეტალური აღწერები – ბინებისა და კოტეჯების აღწერები შეიცავს ყველა საჭირო დეტალს, რაც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. ფოტომასალა, გასაქირავებელი ქონების ფართობი, ოთახების რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს განკარგულებაშია.

მომხმარებლის დაცვის მექანიზმები – საიტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ დარწმუნებით გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ყველა განცხადება გადის შემოწმებას, რაც მინიმუმამდე ამცირებს თაღლითობის რისკს. თითოეულ განცხადებაში მოცემულია ზუსტი მონაცემები, რეალური ფოტომასალა და ფასი, რაც გამორიცხავს მოულოდნელ სიურპრიზებს.

დღეს, როდესაც დროისა და კომფორტის ფასი განსაკუთრებით გაზრდილია, სანდო ონლაინ პლატფორმა უძრავი ქონების გაქირავებისთვის მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, dgiurad.ge გამორჩეულია და უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მარტივ, უსაფრთხო და კომფორტულ მომსახურებას.

სანდოობა, გამჭვირვალობა და კომფორტი ამ პლატფორმას უპირობოდ გამორჩეულს ხდის. ქირაობის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება მომხმარებლისთვის.

დასვენება ბაკურიანში არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი და კომფორტული, როგორც ახლა, dgiurad.ge-ის წყალობით. ეწვიეთ ვებ-გვერდს, შეარჩიეთ თქვენთვის იდეალური საცხოვრებელი და დატკბით დაუვიწყარი დასვენებით ბაკურიანის სილამაზესა და კომფორტთან ერთად
თქვენ გაგზავნეთ

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...