მთავარისიახლეები"ტრამპი გაატარებს ამერიკის ინტერესს... ჩვენს გასაკეთებელს ტრამპი ვერ გააკეთებს" -მოლოდინშერბილებულ განცხადებას კალაძეც...

“ტრამპი გაატარებს ამერიკის ინტერესს… ჩვენს გასაკეთებელს ტრამპი ვერ გააკეთებს” -მოლოდინშერბილებულ განცხადებას კალაძეც აკეთებს

Published on

მამუკა მდინარაძის შემდეგ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით მოლოდინშერბილებულ განცხადებას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძეც აკეთებს.

“ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი – იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის რა თქმა უნდა გაატარეს ამერიკის ინტერესს, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენს გასაკეთებელს აქ, ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ქართული ოცნების” აღმასრულებემა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა: “ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე”.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...