მთავარისიახლეებითბილისის მერია 2025 წლისთვის Facebook-სა და Instagram-ზე 70 000 ლარის რეკლამას ყიდულობს

თბილისის მერია 2025 წლისთვის Facebook-სა და Instagram-ზე 70 000 ლარის რეკლამას ყიდულობს

Published on

თბილისის მერია და მუნიციპალური სამსახურები Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შესყიდვას გეგმავენ, რაც 2025 წელს მათი პოსტების დასარეკლამებად იქნება საჭირო. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ რეკლამაში 70 000 ლარი დაიხარჯება.

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“-ს (ს/ნ 405255165) მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიური მომწოდებელია სოციალური ქსელი „ფეისბუქი”, – ნათქვამია შესყიდვის აღწერაში.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ კალაძის თანამდებობაზე ყოფნა მთლიანად რეკლამაზეა დამოკიდებული.

“ძალიან დიდი ფული იხარჯება მერიიდან კალაძის პიარისთვის. კალაძე აკეთებს ისეთ პიარს, რომ მაგალითად ერთი ვიდეორგოლის, 1.30-წუთიანი ვიდეოსთვის მას შეუძლია გახსნას არარსებული სკვერები, სპეციალურად მიიყვანოს იქ სპეცტექნიკა, რომელიც ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დახარჯული ამაზე თანხები, 2-3-ჯერ დააგოს გზა და ასე შემდეგ. ზოგადად კალაძე მხოლოდ პიარზე აგებს მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს”, – თქვა დონაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

სიახლეები

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...