მთავარისიახლეები"ბიზნესი ეგაა, რომელიც დგას დღეს რუსთაველზე, ხმამაღლა აფიქსირებს ანტირუსულ პოზიციას და ეხმარება...

“ბიზნესი ეგაა, რომელიც დგას დღეს რუსთაველზე, ხმამაღლა აფიქსირებს ანტირუსულ პოზიციას და ეხმარება დალეწილ და დაჩაგრულ ხალხს” -ჯაფარიძე

Published on

“ფულის კეთების ყველა გზა ბიზნესი არაა, ასევე, ყველა ვინც ფულს აკეთებს, ბიზნესმენი არაა. ამ ხალხის უმეტესობა, ვინც დღეს ბიძინას ზებრასან მივიდა შეხვედრაზე, თუ მათ:

არ მისცემ სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერს, და/ან
არ მისცემ ლიცენზიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რაიმე რესურსის გამოყენებაზე, და/ან
არ მისცემ ჩვენს მიერ დასუბსიდირებულ იაფ სესხს, და/ან
არ მისცემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რაიმე ქონებას 1 ლარად, და/ან
არ შეუქმნი სასათბურე პირობებს და არ ჩამოაცილებ კონკურენტებს.
მყისიერად გაქრება როგორც “ბიზნესმენი”, გაქრება მათი “ბიზნესებიც”. ესენი არიან ცეხავიკები და არა ბიზნესმენები. ბიზნესი დგას დღეს რუსთაველზე, ხმამაღლა აფიქსირებს ანტირუსულ პოზიციას და ეხმარება დალეწილ და დაჩაგრულ ხალხს. ეგაა ბიზნესი.”

– წერს Facebook-ზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე არალეგიტიმური პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლების შეხვედრაზე.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...